2014 წელი - ის, რაც მანამდე არ მომხდარა

2014 წელი - ის, რაც მანამდე არ მომხდარა

2014 წელს "ბარსელონასთვის" წარმატებული ნამდვილად არ ეთქმოდა, თუმცა კატალონიელებმა არაერთი რეკორდის დამყარება მაინც მოახერხეს. მათგან ზოგი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ზოგიც - ნაკლებად. გთავაზობთ გასული კალენდარული წლის განმავლობაში "ბარსელონასა" და მისი ფეხბურთელების მიერ დამყარებული რეკორდების ჩამონათვალს.

 

  • ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 258 გოლია;
  • ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 75 გოლია;
  • ლიონელ მესი "ელ კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 21 გოლია;
  • 2014 წელი 21-ე საუკუნეში პირველია, რომლის განმავლობაშიც ჰეთ თრიქი "ბარსელონას” ხუთმა ფეხბურთელმა შეასრულა;
  • "ბარსელონა” ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ბოლო 7 კალენდარული წლის განმავლობაში, ქვეყნის ჩემპიონატში 90-ზე მეტი გოლი გაჰქონდა;
  • 2008 წლის შემდეგ 2014 პირველი კალენდარული წელია, რომლის დროსაც "ბარსელონამ” ტიტულის მოგება ვერ მოახერხა;
  • ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი 5-ჯერ შეასრულა;
  • "ბარსელონას” ისტორიაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში გოლი სამმა სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა გაიტანა;
  • ლიონელ მესიმ, 8 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-7 გათამაშებაში გაიტანა და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა;
  • "ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფი ზედიზედ 8 სეზონში მოიგო;
  • ლიონელ მესი "ბარსელონას” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გოლი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5 თამაშში გაიტანა;
  • მესის, ჩემპიონთა ლიგაზე, გოლი 23 ქალაქის 24 სტადიონზე გაუტანია. ორივე ამ მაჩვენებელში ის რეკორდსმენია;
  • კლაუდიო ბრავო ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გათამაშების სტარტზე კარი მშრალად 755 წუთის განმავლობაში შეინახა;
  • მესი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2 ან მეტი გოლი ზედიზედ 4 გათამაშების პირველ მატჩში გაიტანა;
  • ნეიმარი, ბაშარ აბდულასა (ქუვეითი) და პელეს შემდეგ მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 40 გოლი გაიტანა;
  • მესი, 21-ე საუკუნეში, მე-2 ფეხბურთელი გახდა (ჩავის შემდეგ), რომელმაც ლა ლიგაში 100 საგოლე გადაცემა გააკეთა;
  • "ოქროს ბურთის” სამეულში "ბარსას” ფეხბურთელი ზედიზედ მერვედ მოხვდა. არცერთი სხვა გუნდის ფეხბურთელი სამეულში ზედიზედ ექვსზე მეტჯერ არ მოხვედრილა;
  • ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე იმდენივე ჰეთ თრიქი დაუგროვდა, რამდენიც მადრიდის "რეალის” ყველა ფეხბურთელს ერთად აღებულს;
  • ლუის ენრიკე 21-ე საუკუნეში "ბარსელონას” პირველი მწვრთნელია, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 4 თამაში 2 ან მეტი ბურთის სხვაობით მოაგებინა;
  • ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (22 წლისა და 280 დღის) მოთამაშე გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 42 გოლი გაიტანა;
  • სანდრო რამირესი, ჩემპიონთა ლიგაზე, მე-4 ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა (ბოიანის, მესისა და ჯოვანი დოს სანტოსის შემდეგ);
  • კლაუდიო ბრავო ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ისტორიაში მე-2 მეკარე გახდა, რომელმაც სეზონის სტარტზე გოლი 750 ან მეტი წუთის განმავლობაში არ გაუშვა;
  • ლიონელ მესი "ელ კლასიკოს” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომლის ანგარიშზეც 2 ჰეთ თრიქი და 4 დუბლია;
  • "ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც გათამაშება 6 მშრალი თამაშით 2-ჯერ დაიწყო;
  • ჩავი, საკლუბო დონეზე მოგებების რაოდენობით, ესპანური ფეხბურთის რეკორდსმენი გახდა;
  • ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მე-2 ფეხბურთელი გახდა (რიველინოს შემდეგ), რომელმაც საჯარიმოს გარედან გოლი ზედიზედ 3 თამაშში გაიტანა;
  • მესი პირველი არგენტინელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გამარჯვების გოლი დამატებით დროში გაიტანა;
  • ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ თამაშში თავი დუბლით გამოიჩინა;
  • ლიონელ მესი ევროპის წამყვანი 5 ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 28 ან მეტი გოლი ზედიზედ 5 სეზონის განმავლობაში გაიტანა;
  • "ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელსაც ბურთების სხვაობაში +60 ან მეტი ზედიზედ 6 სეზონის განამვლობაში ჰქონდა;
  • "ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც 80 ან მეტი გოლი ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში გაიტანა;
  • მარკ ბარტრა "ბარსელონას” ისტორიაში პირველი მცველი გახდა, რომელმაც გოლი ესპანეთის თასის ფინალში გაიტანა;
  • ტატა მარტინო "ბარსელონას” ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ თავის პირველ "ელ კლასიკოში” გუნდს 3 ან მეტი გოლი გაატანინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.