ლაპორტა, "ბარსას" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გვარდიოლას დაბრუნებას შეეცდება

ლაპორტა, "ბარსას" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გვარდიოლას დაბრუნებას შეეცდება

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კვლავ კატალონიური კლუბის სათავეში დაბრუნდეს. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ლაპორტა "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც 2016 წელს გაიმართება.

კლუბის ექსპრეზიდენტმა უკვე განსაზღვრა რამდენიმე სამომავლო გეგმა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს. კერძოდ, ლაპორტა პეპ გვარდიოლას, რომელიც ამჟამად მიუნხენის "ბაიერნს" ხელმძღვანელობს, კატალონიურ კლუბში სპორტული დირექტორის პოსტს შესთავაზებს. 

ამასთანავე, ცნობილია, რომ გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის გაშვებას არ აპირებს და მისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს. გვარდიოლას მიმდინარე კონტრაქტი მიუნხენის "ბაიერნთან" 2016 წლამდეა ძალაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.