"ბარსა" მონტოიას იანვარში არ გაუშვებს

"ბარსა" მონტოიას იანვარში არ გაუშვებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" მარტინ მონტოიას იანვარში გაშვებას არ გეგმავს.

როგორც ცნობილია, 23 წლის მარჯვენა მცველს, უთამაშებლობის გამო, კლუბის გამოცვლა სურს. თავდაპირველი ინფორმაციით, კატალონიელები მისი გაშვების წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ თუ RAC1-ს დავუჯერებთ, ამ ეტაპზე, "ბარსა" მონტოიას გაყიდვას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მონტოიას შეძენით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული, მაგრამ იტალიელები ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 20 მილიონი ევროს გადახდაზე უარს აცხადებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.