აბიდალი ადასტურებს, რომ "ბარსაში" დაბრუნებას აპირებს

აბიდალი ადასტურებს, რომ "ბარსაში" დაბრუნებას აპირებს

"ბარსელონას" ყოფილი მცველი ერიკ აბიდალი ადასტურებს, რომ კატალონიურ კლუბში მუშაობას აპირებს. ფრანგი თქმით, ის მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"მე მაქვს სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ყველამ იცის, რომ "ბარსელონაში" მუშაობა მინდა. უკვე ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს. მე არ ვჩქარობ." - აცხადებს აბიდალი.

აბიდალმა, ამასთანავე, უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ მასსა და კატალონიურ კლუბს რთული უერთიერთობა იყო, რადგან "ბარსამ" მძიმე ავადმყოფობის დროს მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ერიკს ღვიძლის სიმსივნე ჰქონდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა 2-ჯერ დასჭირდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.