ფაბრეგასი: "მინდა, რომ მესი "ჩელსიში" გადმოვიდეს"

ფაბრეგასი: "მინდა, რომ მესი "ჩელსიში" გადმოვიდეს"

"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი აღიარებს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერების" თავდამსხმელის, არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ლონდონურ კლუბში გადასვლის იმედი აქვს.

როგორც იცით, ორივე ფეხბურთელი კატალონიური კლუბის აღზრდილია. ისინი "ბარსელონას" პირველ გუნდში ერთად 2011-14 წლებში თამაშობდნენ.

"ბუნებრივია, მინდა, რომ ის "ჩელსიში" გადმოვიდეს. რატომაც არა? ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

როგორც "ბარსელონას" აღზრდილი, ვთვლი, რომ მესი იმსახურებს კარიერის დასრულებას "ბარსაში". ლეო ლეგენდაა, რომელმაც კლუბის ისტორია შეცვალა. თუმცა, როგორც მეგობარი, ვისურვებდი, რომ მან ჩემს გუნდში ითამაშოს.

ამ სეზონში "ბარსელონა" მესი და დანარჩენი 10 ფეხბურთელია. არგენტინელმა გუნდი მიმდინარე სეზონში არაერთხელ გადაარჩინა." - აცხადებს ფაბრეგასი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.