მოურინიო: "ბარსელონაში" მუშაობის დროს ანრის შეძენასთან ძალიან ახლოს ვიყავით"

მოურინიო: "ბარსელონაში" მუშაობის დროს ანრის შეძენასთან ძალიან ახლოს ვიყავით"

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი "ბარსელონაში" მუშაობის დროს კატალონიელებს ტიერი ანრის ხელში ჩაგდება შეეძლოთ.

"როდესაც ბობი რობსონის თანაშემწე ვიყავი, ანრის შეძენას ვცდილობდით. ის, იმ დროს, ჯერ კიდევ "მონაკოში" თამაშობდა და "იუვენტუსში" გადასვლას აპირებდა. ანრის ყიდვასთან ძალიან ახლოს ვიყავით.

ამის შემდეგ, ანრისთან ერთად მუშაობასთან ყოველთვის ძალიან შორს ვიყავი, რადგან მისი ჩემს გუნდში მოხვედრის არანაირი შანსი არ არსებობდა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ის "არსენალს" "ჩელსიზე" გაცვლიდა." - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ მოგვიანებით, ტიერი ანრიმ "ბარსელონაში" მაინც ითამაშა. ცოტა ხნის წინ კი მან კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.