08.12 - ვიქტორინის შედეგები

08.12 - ვიქტორინის შედეგები

გამოვლინდა დეკემბრის თვის ვიქტორინის მე-2 ეტაპის გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას ფინალურ ტურში მიიღებს და Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზისთვის, "ბარსელონას" მაისურისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამარჯვებული გახდა მომხმარებელი ნიკით Hovik, რომელმაც 55 შესაძლებლიდან 45 ქულა დააგროვა.

 

სწორი პასუხები დეკემბრის თვის მე-2 ტურის კითხვებზე:

  1. "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელი არის კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი? - ჩავი ერნანდესი
  2. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ესპანეთის სუპერთასი მოგებული? – 11
  3. "ბარსელონას" რომელმა მეკარემ შეინახა ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად? - ვიქტორ ვალდესი
  4. რამდენი თერთმეტმეტრიანი მოიგერია ვიქტორ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატის 2013/14 წლების გათამაშებაში? – 1
  5. ვინ იყო "ბარსელონას" 6 ნომერი ჩავი ერნანდესამდე? - ივან დე ლა პენია
  6. რომელ ადგილზე დაასრულა "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 1966/67 წლების გათამაშება? - მე-2
  7. "ბარსელონას" რამდენ მეკარეს მოუგია სამორას ჯილდო? - 9
  8. რამდენჯერ დაიკავა "ბარსელონამ" მე-3 ადგილი ლა ლიგაში? – 13
  9. რომელმა მწვრთნელმა ჩაანაცვლა იოჰან კრუიფი 1991 წელს, როდესაც ჰოლანდიელს გულის პრობლემები ჰქონდა? - კარლოს რეშაკი
  10. რომელი გუნდი იყო "ბარსელონას" მეტოქე გრეის კელისა და რანიე მესამის ქორწილის აღსანიშნავად გამართულ ამხანაგურ მატჩში? - პორტუგეზა დე რიო

 

Hovik – 45

Writer - 45

winner – 41

kutaiski – 26

levani_2000 – 26

To-R-NIKE – 21

troll face – 9

elguja – 8

ney11mes10 – 3

 

დეკემბრის თვის მე-3 ტურის კითხვები საიტზე დაიდება დღეს, ზუსტად 20 საათზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]