ჩავიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა

ჩავიმ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა "ესპანიოლთან" (5:1) მატჩში სეზონის რეკორდი დაამყარა, ჩავიმ მატჩში 125 ზუსტი გადაცემა დააფიქსირა (რაც მის მიერ შეხვედრაში გაკეთებული პასების 95,4%-ია). 

ზემოთხსენებული მაჩვენებელი ლა ლიგის 2014/2015 სეზონის სარეკორდო მაჩვენებელია. 34 წლის ჩავი პასების საშუალო მაჩვენებლით მადრიდის "რეალის" გერმანელ ნახევარმცველთა, ტონი კროოსთან ერთად ლიდერობს (93,1%), რომელსაც 3 მატჩით მეტი აქვს ჩანატარები, ვიდრე ჩავის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.