08.12 - ვიქტორინის კითხვები

08.12 - ვიქტორინის კითხვები

წარმოგიდგენთ დეკემბრის თვის ვიქტორინის მეორე ეტაპის კითხვებს.

  1. "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელი არის კლუბის მაისურით ჩატარებული მატჩების მხრივ რეკორდსმენი?
  2. რამდენჯერ აქვს "ბარსელონას" ესპანეთის სუპერთასი მოგებული?
  3. "ბარსელონას" რომელმა მეკარემ შეინახა ყველაზე მეტჯერ კარი მშრალად?
  4. რამდენი თერთმეტმეტრიანი მოიგერია ვიქტორ ვალდესმა ესპანეთის ჩემპიონატის 2013/14 წლების გათამაშებაში?
  5. ვინ იყო "ბარსელონას" 6 ნომერი ჩავი ერნანდესამდე?
  6. რომელ ადგილზე დაასრულა "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის 1966/67 წლების გათამაშება?
  7. "ბარსელონას" რამდენ მეკარეს მოუგია სამორას ჯილდო?
  8. რამდენჯერ დაიკავა "ბარსელონამ" მე-3 ადგილი ლა ლიგაში?
  9. რომელმა მწვრთნელმა ჩაანაცვლა იოჰან კრუიფი 1991 წელს, როდესაც ჰოლანდიელს გულის პრობლემები ჰქონდა?
  10. რომელი გუნდი იყო "ბარსელონას" მეტოქე გრეის კელისა და რანიე მესამის ქორწილის აღსანიშნავად გამართულ ამხანაგურ მატჩში?

 

პასუხების გამოგზავნამდე ყურადღებით გაეცანით ვიქტორინის წესებს.

პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1

პასუხების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 დეკემბერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.