01.12 - ვიქტორინის შედეგები
- 8-12-2014, 10:56
-
barcaman
- 0

გამოვლინდა დეკემბრის თვის ვიქტორინის პირველი ეტაპის გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას ფინალურ ტურში მიიღებს და Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზისთვის, "ბარსელონას" მაისურისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამარჯვებული გახდა მომხმარებელი ნიკით bavaria, რომელმაც 55 შესაძლებლიდან 49 ქულა დააგროვა.
სწორი პასუხები დეკემბრის თვის პირველი ტურის კითხვებზე:
- ვინ იყო "ბარსელონას" 15 ნომერი მარკ ბარტრამდე? - სეიდუ კეიტა
- რამდენჯერ გავიდა ჩავი ერნანდესი "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში მე-3 ადგილზე? – 3
- რომელ ქვეყანაში დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ჰანს კრანკლი? - ავსტრია
- რომელმა გუნდმა გამოაგდო "ბარსელონა" თასების მფლობელთა თასის 1982/83 წლების გათამაშებიდან? - ვენის ავსტრია
- რამდენი წითელი ბარათი აქვს მიღებული ლიონელ მესის "ბარსელონას" პირველ გუნდში გამართულ მატჩებში? - არცერთი
- "ბარსელონას" რომელმა ფეხბურთელმა მოახერხა პირველად ესპანეთის ჩემპიონატის 15 სხვადასხვა გათამაშებაში გოლის გატანა? - ჩავი ერნანდესი
- რამდენი გოლი გაუშვა "ბარსელონამ" თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან ლა ლიგის 2012/13 წლების გათამაშებაში? – 3
- რომელი წლიდან არის ხერარდ პიკე "ბარსელონას" ოფიციალური ფანკლუბის წევრი? – 1987
- ფეხბურთის გარდა რომელი სპორტის გულშემატკივარია სერხი სამპერი? - ჩოგბურთი
- რომელ წელს მოიგო "ბარსელონამ" ალიკანტეს ჯილდო? – 1987
bavaria – 49
kutaiski – 49
Hovik – 47
Writer - 45
Shiuk – 39
ბარსელონისტა - 21
z0r1x – 20
elguja – 18
...messi... – 9
To-R-NIKE – 7
დეკემბრის თვის მე-2 ტურის კითხვები საიტზე დაიდება დღეს, ზუსტად 20 საათზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
კომენტარები [ 0 ]