ბართომეუ: "მესისთან პრობლემა არ გვაქვს"

ბართომეუ: "მესისთან პრობლემა არ გვაქვს"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ლიონელ მესის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კლუბის წარმომადგენლებს არგენტინელთან პრობლემები არ აქვთ.

"მესისთნ პრობლემა არ გვაქვს. მას კონტრაქტის კვლავ გაგრძელება არ უთხოვია. 2 დღის წინ ფეხბურთელის მამას ველაპარაკე და ჩვენი საუბრიდან შემდეგი დასკვნა გამოვიტანე: პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ ფეხბურთელი ზეწოლას განიცდის.

ლიონელი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მას "ბარსელონაში" ყველაფერი აკმაყოფილებს. თუმცა, ის ზეწოლას ნამდვილად განიცდის, განსაკუთრებით გადასახადებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამო. ხალხი მის ღებინებაზე უფრო ხშირად საუბრობს, ვიდრე მის თამაშზე. მათ მისი წყობილებიდან გამოყვანა სურთ. თუმცა, მოედანზე მესი ნომერ პირველია."

ბართომეუმ კომენტარი სხვა საკითხებზეც გააკეთა: "კლუბში ყველაზე რთული სამუშაო სუბისარეტას აქვს. მაისში, მისი სამუშაოს შესაფასებლად დრო გვექნება.

ლუის ენრიკესგან ბევრს ველით. მისი გვჯერა. ყველა პროექტის განხორციელებას დრო სჭირდება.

როდესაც ვერმალენი შევიძინეთ, ვიცოდით, რომ ის ტრავმირებული იყო. ახლა, ფეხბურთელი ვარჯიშობს და მწვრთნელის განკარგულებაშია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.