Cadena Cope: "ბარსა" მესის 2016 წელს გაყიდის

  • 20-11-2014, 13:52
  • Cadena Cope: "ბარსა" მესის 2016 წელს გაყიდის

    ესპანური გამოცემის, Cadena Cope-ის ინფორმაციით, ლიონელ მესის "ბარსელონადან" წასვლის საკითხი აქტუალურ თემად შემთხვევით არ იქცა. წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი არგენტინელის 2016 წელს გაყიდვას გეგმავს.

    ესპანური გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, "ბარსელონა" მესის იმ კლუბში გაუშვებს, რომელიც არგენტინელის სანაცვლოდ ყველაზე მეტ ფულს გადაიხდის. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც მესია. მას მიაჩნია, რომ გუნდში ისე არ აფასებენ, როგორც რონალდუს "რეალში". გარდა ამისა, არგენტინელს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კატალონიური პრესა, "ბარსელონას" ხელმძღვანელობის ინსტრუქციის შესაბამისად, ნეიმარს კლუბის მომავალ სახედ განიხილავს.

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Cadena Cope-ს ინფორმაცია რამდენიმე ხარვეზს შეიცავს. უპირველესად უნდა ითქვას, რომ დღეს არსებული მონაცემებით, ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კლუბის სათავეში ვერ დარჩება და არჩევნების შემდგომი პერიოდის გეგმების დაწყობა არაგონივრულად მოსჩანს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 50 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV