"მილანმა" მასტური "ბარსელონაში" არ გაუშვა

"მილანმა" მასტური "ბარსელონაში" არ გაუშვა

იტალიურმა "მილანმა", "ბარსელონას", 16 წლის მაროკოელი თავდამსხმელის, ჰაკიმ მასტურის მიყიდვაზე უარი უთხრა. ამ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

მასტური "რეჯინადან" "მილანში" 14 წლის ასაკში, 500 ათას ევროდ გადავიდა. მიმდინარე წლის დასაწყისში, "ბარსელონა" ფეხბურთელის გადაბირებას შეეცადა, მაგრამ ადრიანო გალიანიმ ტრანსფერზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, 2013 წელს, მასტური მსოფლიოში ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად დასახელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.