"ბარსა" მონტოიას გასაშვებად მზადაა

"ბარსა" მონტოიას გასაშვებად მზადაა

კატალონიური Sport-ს ცნობით, "ბარსელონა" 23 წლის მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას იანვარში გაშვების წინააღმდეგი არაა.

მონტოიამ კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაახანგრძლივა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, რაც, ბუნებრივია, ფეხბურთელის უკმაყოფილებას იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, მონტოიას გუნდიდან ზამთარში წასვლა უნდა. მისი სურვილი არა კლუბის სამუდამოდ დატოვება, არამედ არენდით წასვლაა, თუმცა "ბარსელონა" არც ფეხბურთელის გაყიდვას გამორიცხავს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუის ენრიკე, ალვესის, ადრიანოსა და დუგლასის შემდეგ, მონტოიას მარჯვენა მცველად თამაშის მხოლოდ მე-4 ვარიანტად განიხილავს და მწვრთნელმა ფეხბურთელს ეს უთხრა კიდეც.

ცნობილია, რომ მონტოიას დამატების სურვილს "მილანი", "ინტერი", "ნაპოლი", "რომა" და "ლევერკუზენი" გამოთქვამენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.