ბუსკეტსმა და პედრომ ბელარუსს გაუტანეს

გუშინ, უელვში, გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესპანეთისა და ბელარუსის ნაკრებებს შორის. მატჩი ესპანალების გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
ესპანელები, რომელთა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იყო, მატჩის მე-18 წუთზე, ისკოს შესანიშნავი გოლით დაწინაურდნენ. პირველი გოლიდან 1 წუთში, შეხვედრის მე-19 წუთზე, სერხიო ბუსკეტსმა შორი მანძილიდან გატანილი ბურთით ტაბლოზე 2:0 დააფიქსირა. თამაშში ბოლო გოლი, მეორე ტაიმში, პედრო როდრიგესმა გაიტანა.
პედრომ, ბუსკეტსმა, პიკემ და ალბამ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს. სერხიო მეორე ნახევრის დასაწყისში შეცვალეს. რაც შეეხება ბარტრას, მან მთელი მატჩი სათადარიგო სკამზე გაატარა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=WDdXdw7mbOo]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 20 ]