კატალონიამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა

კატალონიამ ხმა დამოუკიდებლობას მისცა

როგორც იცით, 9 ნოემბერს, კატალონიაში, ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რეფერენდუმი გაიმართა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება არ სცნობდა.

მას შემდეგ, რაც ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ გამოაცხადა, ცხადი გახდა, რომ გამოკითხვას იურიდიული ძალა არ ექნებოდა. ამის მიუხედავად, რეფერენდუმი მაინც ჩატარდა და ნათელი გახდა, რომ კატალონიიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრება სურს.

რეფერენდუმში მონაწილეობა დაახლოებით 2.250.000-მა ადამიანმა მიიღო. ეს, კატალონიაში მცხოვრებთა 41%-ს უდრის, რაც ესპანეთში ჩატარებული არჩევნების ისტორიის გათვალისწინებით, საკმაოდ მაღალი პროცენტია. გამოკითხულთა 80%-ზე მეტმა ხმა კატალონიის დამოუკიდებლობას მისცა.

მართალია, რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არ გააჩნია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უდიდეს ნაწილს ქვეყნისგან გამოყოფა სურს, ბევრს ნიშნავს. კატალონიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები კი პირდაპირ უკავშირდება საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას". ჯერ კიდევ გაურკვეველია, კატალონიის დამოკუდებლობის შემთხვევაში, რომელი ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშებს "ბარსა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.