MD: გვარდიოლა "ბარსაში" მწვრთნელად დაბრუნებას არ აპირებს

MD: გვარდიოლა "ბარსაში" მწვრთნელად დაბრუნებას არ აპირებს

კატალონიური Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" ლეგენდარულ კაპიტანსა და მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილი აქვს, რომ მშბლიურ გუნდში მთავარ მწვრთნელად აღარ დაბრუნდეს.

პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" პირველ გუნდს 2008-2012 წლებში წვრთნიდა. ამ 4 წლის განმავლობაში, მან გუნდს 14 ტიტული მოაგებინა, რაც "ბარსელონას" დამრიგებლებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. გუნდიდან წასვლის შემდეგ, გვარდიოლამ განაცხადა, რომ "ბარსელონა" მისი სახლია.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, გვარდიოლა, რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ ის კატალონიელთა გაწვრთნას აღარ აპირებს. თუ პეპი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება, სხვა თანამდებობას დაიკავებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.