ვალდერამა: "კოლუმბია "ტიკი ტაკას" 90-იან წლებში თამაშობდა"

ვალდერამა: "კოლუმბია "ტიკი ტაკას" 90-იან წლებში თამაშობდა"

კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარლოს ვალდერამა აცხადებს, რომ თამაშის სტილი, რომელსაც დღეს "ტიკი ტაკათი" მოიხსენიებენ, არა "ბარსელონამ" ან ესპანეთის ნაკრებმა, არამედ ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოიგონა.

"ეს პროფესორ მატურანის სტილი იყო. მას, ჩვენ, კარგად ვიყენებდით. ხალხს ასეთი თამაში მოსწონდა, ჩვენ კი კარგ შედეგს ვაღწევდით. მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ზედიზედ 3-ჯერ მოვიპოვეთ, რაც იოლი არ იყო. ეს შედეგი თამაშის იმ სტილით ვაჩვენეთ, რომელსაც დღეს "ტიკი ტაკას" უწოდებენ. ჩვენი გუნდი ყოველთვის მეტოქის კარის აღებაზე იყო ორიენტირებული." - განაცხადა ვალდერამამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.