ახალგაზრდა ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ

ახალგაზრდა ესპანელები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ

ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია, კონტინენტის პირველობის 2015 წლის გათამაშების ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა.

ფლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, ესპანელებმა სერბეთთან საკუთარ მოედანზე 1:2 წააგეს. პირველი თამაში უგოლოდ დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ ეტაპზე სერბეთი გავიდა.

სერბეთთან გამართულ შეხვედრაში, "ბარსელონას" ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში სერხი რობერტო, ჟერერ დეულოფეუ და მუნირი იყვნენ. დეულოფეუ 62-ე წუთზე შეცვალეს. თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო სანდრო. რაც შეეხება სერხი რობერტოს, მან ესპანელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა.

ფინალურ ეტაპზე გავიდა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც უკრაინა 2:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა. გერმანელთა კარს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იცავდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.