დუნგა ნეიმარზე საუბრობს

დუნგა ნეიმარზე საუბრობს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა კმაყოფილია ნეიმარით, რომელმაც იაპონიის ნაკრებთან, ამხანაგურ მატჩში, პოკერი შეასრულა.

"ნეიმარი ახლა ჩვენი კაპიტანია, რაც მისი ახალი როლია ბრაზილიის ნაკრებში. მას ძალიან მოსწონს თამაში, ის სიამოვნებას იღებს იმით, რასაც მოედანზე აკეთებს. ნაკრებში ნეიმარი თამაშობს ზუსტად ისე, როგორც ამას თავის მეგობრებთან აკეთებს.

არგენტინასთან მატჩის შემდეგ, სადაც ნეიმარს არ გაუტანია, ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო მისი ძირითად შემადგენლობაში დატოვება, რათა მას ამის გაკეთება შეეძლო." - აცხადებს დუნგა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.