ანჩელოტი მესისთვის ტაშის დაკვრის წინააღმდეგი არაა

  • 14-10-2014, 17:23
  • ანჩელოტი მესისთვის ტაშის დაკვრის წინააღმდეგი არაა

    მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ თუ ლეო მესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "კლასიკოს" დროს გახდება, ის არგენტინელს აპლოდისმენტებით შეხვდება.

    კითხვაზე, დაუკრავს თუ არა ანჩელოტი მესის ტაშს არგენტინელის მიერ ტელმო სარას რეკორდის დამხობის შემთხვევაში, იტალიელი ასე პასუხობს: "დიახ. ეს ნორმალურია. საქმე დიდ ფეხბურთელთან და დიდ მიღწევასთან გვაქვს. რატომაც არა? თუმცა, ამის გამო თამაშის შეჩერება ზედმეტი იქნებოდა."

    კითხვაზე, თუ ფლორენტინო პერესი მესის შეძენას გადაწყვეტს, ის წინააღმდეგი ხომ არ იქნება, ანჩელოტი აცხადებს: "რა თქმა უნდა, არა."

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV