მატიე: „მარცხენა ფლანგზე თავს კარგად ვგრძნობ“

მატიე: „მარცხენა ფლანგზე თავს კარგად ვგრძნობ“

"რაიო ვალიეკანოსთან" მატჩში, ლუის ენრიკეს სასტარტო თერთმეტეულში ერთ-ერთი დიდი სიურპრიზი იყო ჟერემი მატიეს დაცვის მარცხენა ფლანგზე დაყენება.

პარიზში მარცხის შემდეგ, მწვრთნელმა ფრანგის სხვა პოზციაზე გამოყენება გადაწყვიტა, თუმცა, ფაქტიურად, მატიესთვის ახალი არაფერია.

"მე დიდი ხანია არ მითამაშია მარცხენა ფლანგზე, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ფლანგზე თამაში მწვრთნელმა მთხოვა. უნდა ითქვას, რომ ჩემთვის ახალი არაფერია, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ პოზიციას და ვფიქრობ, შეტევაშიც კარგად ვეხმარები გუნდს." - აცხადებს მატიე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.