ძამბროტა:" მესი რონალდუზე ქარიზმატულია"

ძამბროტა:" მესი რონალდუზე ქარიზმატულია"

წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა. 

"მესიც და რონალდუც ორივე ექსტრაორდინალური ფეხბურთელები არიან. მათ შეუძლიათ 60-70 გოლის გატანა ერთ სეზონში. მაგრამ მათ შორის ძალიან დიდი განსხვავებებია. მათ აქვთ განსხვავებული ძლიერი მხარეები და მახასიათებლები. მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედი გადაწყვიტოს. არ აქვს მნიშვნელოვა თუ როგორ ჩაატარა მან ეს მატჩი. რონალდოსაც შეუძლია, მაგრამ მესის ამ დროს გააჩნია ის ქარიზმა, რომელიც თავის დროზე მარადონას გააჩნდა." - დაასრულა ძამბროტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.