"ბარსელონა" ლა ლიგის ლიდერია

ლა ლიგის პირველ ტურში "ელჩეს" ანგარიშით 3-0 დამარცხების შემდეგ, "ბარსელონა" ზედიზედ მესამედ გახდა ერთპიროვნული ლიდერი. გოლების შეფარდების დახმარებით, კატალონიელებმა აჯობეს "სელტას", რომელმაც "ხეტაფეს" ანგარიშით 3-1 მოუგო.
გასული სეზონის პირველ მატჩში "ლევანტეს" განადგურებით (7-0) "ბარსელონამ" პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ტიტო ვილანოვას გუნდმა პირველ ტურში "რეალ სოსიედადის" დამარცხებით მოპოვებული ლიდერობა ჩემპიონატის ბოლომდე შეინარჩუნა.
"ბარსელონა" არის პირველი გუნდი, რომელიც ზედიზედ მესამედ გახდა ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი პირველი ტურის შემდეგ. "ბილბაომაც" და "რეალმაც" ზედიზედ სამჯერ მოიპოვეს პირველი ადგილი, მაგრამ ისინი არ იყვნენ ერთპიროვნული ლიდერები.
ბოლოდროინდელ წარმატებამდე, "ბარსა" 15 წელი ვერ ახერხებდა პირველ ტურში ლიდერობის მოპოვებას. ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ "ბლაუგრანამ" სულ 12-ჯერ დაიკავა პირველი ადგილი, ისევე, როგორც მადრიდის "რეალმა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]