ლუის ენრიკე: "დეულოფეუმ დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს"

ლუის ენრიკე: "დეულოფეუმ დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გუშინდელი მარცხის შემდგომ შეხვედრის ანალიზი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა "ნაპოლისთან".

"სამწუხაროა, რომ ბრავომ არც თუ ისე დიდი შეცდომა დაუშვა. ის კარგი იყო, მოქმედებდა დამაჯერებლად და მსგავსს შეცდომას დიდი მნიშვნელობაც არ აქვს. შეცდომები მეტოქის მხრიდანაც იყო დაშვებული, თუმცა ჩვენ ამას არ განვიხილავთ. ვფიქრობ, რომ ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით და ფრეც შესაბამისი შედეგი იქნებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია რამოდენიმე ფეხბურთელზე ვიყოთ დამოკიდებულნი, თუმცა მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ფეხბურთელები კონცეფციის ასიმილირებას ახდენენ." - ამბობს, ესპანელი. 

ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელზე, ჟერარ დეულოფეუზე საუბრით დაასრულა: "ყველა, ვინც "ბარსას" მაისურს იცავს, აქ იმისთვისაა, რომ ითამაშოს. მე კი გამიმართლდა, რომ ორი გუნდი ჩვენს განკარგულებაშია. დეულოფეუ შესანიშნავად მოქმედებს შეტევაში, თუმცა მან დაცვაში თამაში უნდა გააუმჯობესოს." - განაცხადა, ენრიკემ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.