ვისენტე დელ ბოსკე: "ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩავის სახით უნიკალური ფეხბურთელი დაკარგა"

  • 5-08-2014, 21:26
  • ვისენტე დელ ბოსკე: "ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩავის სახით უნიკალური ფეხბურთელი დაკარგა"

    ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე გამოეხმაურა კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის, ჩავი ერნანდესის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს მოწვეულ პრესკონფერენციაზე საფეხბურთო სამყაროს აუწყა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. იტყობინება, AS.

    "ჩავი ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი სიმბოლო იყო გასახდელში ბოლო 6 წლის მანძილზე. მე მინდა აღფრთოვანება გამოვხატო ამ ფეხბურთელის მიმართ. ჩვენ დავკარგეთ უნიკალური ფეხბურთელი, რომლის შეცვლა არც თუ ისე ადვილი იქნება. ჩვენ ის დაგვაკლდება მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ." - განაცხადა, დელ ბოსკემ. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV