სოლ კემბელი: "იქნებ, "ბარსელონამ" გამოასწოროს ლუის სუარესი"
ლონდონის "არსენალის" ექს-მცველი, სოლ კემბელი თვლის, რომ ლუის სუარესი არანაირად არ ერგება "მეთოფეებს" საკუთარი სკანდალური საქციელებით. ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მომხდარ ინცინდენტზე, სადაც სუარესმა იტალიის ნაკრების მცველს, ჯორჯო კიელინის უკბინა.
"საკუთარი მენტალიტეტიდან გამომდინარე - ლუის სუარესი მიუღებელი ვარიანტია "არსენალისთვის". მან უკვე რამოდენიმეჯერ უკბინა მოედანზე მეტოქეს, მატჩის მსვლელობისას, აღსანიშნავია ბრანისლავ ივანოვიჩის მომენტი. მან იგივე გაიმეორა მსოფლიო ჩემპიონატზეც, რითაც დაადასტურა, რომ არ გააჩნია პატივისცემის უნარი. უამრავმა ბავშვა და მილიონობით გულშემატკივარმა დაინახა ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იქნებ, "ბარსელონამ" გამოასწოროს სუარესი." - განაცხადა, კემბელმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ლუის სუარესი "ლივერპულიდან" კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა. გასულ ზაფხულს კი "არსენალმა" ოფიციალური წინადადებით მიმართა "ლივერპულს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]