აფელაი "ბარსელონაში" დარჩენის შანსს ინარჩუნებს

აფელაი "ბარსელონაში" დარჩენის შანსს ინარჩუნებს

"ბარსელონას" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, იბრაჰიმ აფელაიმ, შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი არ დატოვოს. ამ ინფორმაციას El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიელების ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კმაყოფილია ჰოლანდიელი ფეხბურთელის მუშაობით ვარჯიშებზე და მზადაა მას ძირითადში ადგილისთვის ბრძოლის შანსი მისცეს.

გასულ სეზონში, 28 წლის ფეხბურთელმა 3 წუთი ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატზე, ხოლო 21 - ესპანეთის თასზე. "ბარსა", ამ ზაფხულს, მის გაშვებას გეგმავდა, მაგრამ ჯერ არცერთი კლუბი არ დაკავშირებია კატალონიურ გრანდს ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.