კუადრადო „ბარსელონაში“ 2015 წლის ზაფხულში გადავა

კუადრადო „ბარსელონაში“ 2015 წლის ზაფხულში გადავა

"ბარსელონამ" "ფიორენტინასთან", კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ხუან კუადრადოს ტრანსფერის თაობაზე, შეთანხმებას მიაღწია. ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდება. ამ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს.

26 წლის ნახევარმცველის ტრანსფერში "ლურჯ-ბროწეულისფერები" 40 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად კუადრადო, იტალიურ კლუბში, კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს.

წყაროს თანახმად, "ბარსელონამ" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში უკან ჩამოიტოვა ბევრი ევროპული ტოპ-კლუბი, მათ შორის "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "პარის სენ ჟერმენი".

გასულ სეზონში, კუადრადომ, "ფიორენტინას" შემადგენლობაში, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ნახევარმცველი კოლუმბიის ნაკრებს 1/4-ფინალამდე მიღწევაში დაეხმარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.