„ბარსელონამ“ პრე-სეზონი მოგებით დაიწყო

„ბარსელონამ“ პრე-სეზონი მოგებით დაიწყო

"ბარსელონამ" სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. კატალონიელების მეტოქე "რეკრეატივო" იყო, რომელიც ესპანეთის სეგუნდაში გამოდის. შეხვედრა "ბარსელონას" გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის 65-ე წუთზე, ახალგაზრდა 21 წლის თავდამსხმელმა, ჟოან რომანმა გაიტანა. "ლურჯ-ბროწეულისფერების" კარს, პირველი წუთებიდან, "ბარსელონას" აღზრდილი, ჟორდი მასიპი იცავდა. მეორე ტაიმში ის ტერ შტეგენმა ჩაანაცვლა. აღსანიშნავია ლუის ენრიკეს გუნდის უპირატესობა კარისკენ დარტყმების რაოდენობით: "ბარსელონას" 15 დარტყმას "რეკერეატივოს" ფეხბურთელებმა მხოლოდ 3 დარტყმით უპასუხეს, რომელთაგან არცერთ მათგანს არ მიუღწევია მიზნისთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.