ლეო მესი - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის "ოქროს ბურთის" მფლობელი

ლეო მესი - მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის "ოქროს ბურთის" მფლობელი

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის - საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონატის "ოქროს ბურთი" გადაეცა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა განახორციელა. იტყობინება, ფიფას ოფიციალური საიტი.

"ვერცხლის ბურთის" მფლობელი გერმანიის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი - თომას მიულერი გახდა, რომელმაც 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო "ბრინჯაოს ბურთი" ჰოლანდიელთა ლიდერს, არიენ რობენს ერგო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 26 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.