„ბარსელონა“ კუადრადოში 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

„ბარსელონა“ კუადრადოში 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა

"ბარსელონა" "ფიორენტინასთან", ნახევარმცველი ხუან კუადრადოს ტრანსფერის თაობაზე, მოლაპარაკებების გამართვას აპირებს. როგორც ესპანური პრესა იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფერები" კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელში 30 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან.

ფეხბურთელის აგენტმა, ალესანდრო ლუჩიმ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მას "ბარსელონას" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ. თავად ფეხბურთელმა, უკვა გამოთქვა თანხმობა კატალონიური გრანდის ბანაკში გადაბარგებაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, კუადრადომ, სერია A-ში, 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 33 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.