მესი და მასკერანო 1/4-ფინალში არიან

მესი და მასკერანო 1/4-ფინალში არიან

ლიონელ მესისა და ხავიერ მასკერანოს არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდა. სამხრეთ ამერიკელები შვეიცარიას ხვდებოდნენ და მატჩის ბედის გადასაწყვეტად დამატებითი ნახევარი საათის თამაში გახდა საჭირო.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 118-ე წუთზე გავიდა, როდსაც მესის კარგი თამაშისა და გადაცემის შემდეგ დი მარიამ ზუსტად დაარტყა.

"ბარსელონას" ორივე ფეხბურთელმა თამაში სრულად ჩაატარა, ხოლო მესი, მე-4 თამაშში მეოთხედ, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინა 1/4-ფინალში 5 ივლისს, თბილისის დროით 20 საათზე ითამაშებს. მეტოქის ვინაობა დღეს, ბელგიისა და აშშ-ს თამაშში გაირკვევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.