მესის მორიგი 3 ქულა და რეკორდები

მესის მორიგი 3 ქულა და რეკორდები

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მე-3 თამაშიც მოაგებინა. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ერთი გოლი არ იკმარა და მეტოქეს 2-ჯერ გაუტანა.

თამაშში, რომელიც არგენტინამ 3:2 მოიგო, მესიმ ანგარიში მე-3 წუთზე, საჯარიმოს შიგნიდან დარტყმით გახსნა, ტაიმის მიწურულს კი, მან ჯარიმა შესანისნავად შეასრულა. მესი 63-ე წუთზე, დასვენების მიზნით შეცვალეს, ხოლო ხავიერ მასკერანომ თამაში სრულად ჩაატარა.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს მესის მიერ გატანილი გოლების შესახებ

  • 1958 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გოლი სამივე თამაშში გაიტანა;
  • ლიონელ მესი მე-2 ფეხბურთელია კოლუმბიელი ხამეს როდრიგესის შემდეგ, რომელმაც გოლი მიმდინარე ჩემპიონატის სამივე თამაშში გაიტანა;
  • პირველი გოლის გატანის შემდეგ, მესის, მიმდინარე გათამაშებაში, კარში 3-ჯერ ჰქონდა ზუსტად დარტყმული და სამივე დარტყმა გოლით დასრულდა;
  • მესიმ, არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 8 თამაშში 10 გოლი გაიტანა;
  • მესიმ გოლი თამაშის დაწყებიდან 2 წუთსა და 26 წამში გაიტანა. ეს მის კარიერაში უსწრაფესი გოლია. აქამდე ყველაზე სწრაფად მას "რასინგის" კარი ჰქონდა აღებული (2 წუთი და 41 წამი);
  • მესიმ, მიმდინარე გათამაშებაში, თავისი მე-4 გოლი გაიტანა. ის, ბომბარდირთა დავას თანაკლუბელ ნეიმართან ერთად ლიდერობს;
  • ლიონელ მესის, მსოფლიო ჩემპიონატზე, საჯარიმოს გარედან 3 გოლი აქვს გატანილი, რაც რეკორდია;
  • მესი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშში საუკეთესოდ დასახელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 96 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.