ინიესტა: „ჩვენ ორი ფინალი გველის“

ინიესტა: „ჩვენ ორი ფინალი გველის“

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას სჯერა, რომ მისი გუნდი მიმდინარე 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლას შეძლებს.

"ჩვენ გვქონდა მსგავსი სიტუაცია გასულ მუნდიალზე. მზად ვართ დარჩენილ ორ მატჩში გასამარჯვებლად. ორივე მათგანი ფინალი იქნება. ჰოლანდიასთან მატჩი უნდა დავივიწყოთ. ჩვენ ყველა ყველაფრის გაღებას ვაპირებთ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის და მჯერა, რომ მოგებას შევძლებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. უნდა მოვიგოთ და არ გავაკეთოთ ფოკუსირება ბევრი გოლის გატანაზე.

თუმცა, ეს ძალიან რთული სიტუაციაა ჩვენთვის, ჰოლანდიასთან მატჩში მძიმე დარტყმა მივიღეთ, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო თვისებები იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს სიტუაცია." - განაცხადა ანდრეს ინიესტამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.