ფაბრეგასი: „არსენალმა“ ჩემი შეძენა არ მოინდომა“

ფაბრეგასი: „არსენალმა“ ჩემი შეძენა არ მოინდომა“

"ბარსელონას" უკვე ყოფილმა და "ჩელსის" ახალწვეულმა ნახევარმცვლმელმა, სესკ ფაბრეგასმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ დაბრუნდა "ბარსელონადან" "არსენალში".

"დიახ, ყველამ იცის, რომ "არსენალს" ჩემი შეძენის უფლებაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მათ გადაწყვიტეს არ გამოეყენებინათ ეს ოპცია, ამიტომ ეს ტრანსფერი არ უნდა მომხდარიყო. ამ კლუბს მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ." - წერს ფაბრეგასი თავისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი "ბარსელონას" აღზრდილია. 15 წლიდან ის "არსენალში" გამოდიოდა, საიდანაც 2011 წელს "ბარსელონაში" დაბრუნდა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ჩელსიში" 4 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 18 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.