ფაბრეგასი: „დარწმუნებული ვარ, რომ „ჩელსი“ საუკეთესო არჩევანია“

ფაბრეგასი: „დარწმუნებული ვარ, რომ „ჩელსი“ საუკეთესო არჩევანია“

ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, დღეს, ოფიციალურად გადავიდა ლონდონის "ჩელსიში". სესკმა მადლობა გადაუხადა კატალონიურ კლუბს, ასევე, გამოთქვა მოსაზრება, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთა კარიერის გაგრძელების საკითხში.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" გადასვლამდე ფაბრეგასი ლონდონური კლუბის, "არსენალის" ფერებს იცავდა.

"პირველ რიგში, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო "ბარსელონაში". ამ კლუბში სამი შესანიშნავი წელიწადი გავატარე. ეს იყო ჩემი ბავშვობის კლუბი და ყოველთვის ამაყი ვიქნები იმით, რომ ასეთ დიდებულ გუნდში გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა.

ვგრძნობ, რომ მაქვს დაუმთავრებელი საქმე პრემიერ-ლიგაში და ახლა, დაბრუნების ყველაზე შესაფერისი დრო იყო. მე დიდი ყურადღებით განვიხილე ყველა სხვა შემოთავაზება და დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსი" საუკეთესო არჩევანია. ამ კლუბში ჩემი საფეხბურთო ამბიციებია, ტიტულების მოგების სურვილი. მათ ჰყავთ საოცარი ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელი. მოუთმენლად ველოდები ამ კლუბში თამაშის დაწყებას.

ძალიან მნიშველოვანია, რომ ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე დასრულდა. ახლა, მთლიანად ფოკუსირებული ვიქნები ამ ტურნირზე და შევეცდები ჩემს ქვეყანას ტიტულის შენარჩუნებაში დავეხმარო." - განაცხადა სესკ ფაბრეგასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 29 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.