გვარდიოლა საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა

  • 9-06-2014, 00:04
  • გვარდიოლა საპროტესტო აქციაზე გამოჩნდა

    "ბარსელონას" ლეგენდამ, ამჯერად "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო.

    მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, კატალონიაში, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმია დანიშნული. ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმს უკანონოდ აცხადებს, ხოლო კატალონიაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

    აქციაში, რომლის დროსაც პეპ გვარდიოლაც გამოჩნდა, მონაწილება ასამდე ადამიანმა მიიღო. მათ ეჭირად ბანერი წარწერით "კატალონიელებს ხმის მიცემა სურთ". საინტერესოა, რომ ეს წარწერა გერმანულ ენაზე იყო.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV