„ბარსელონა“ სერხი რობერტოსა და მონტოიას არ გაყიდის

„ბარსელონა“ სერხი რობერტოსა და მონტოიას არ გაყიდის

"ბარსელონას" ნიჭიერი ახალგაზრდების გაყიდვა არ სურს.

"ბლაუგრანას" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, მომავალ სეზონში, ახალგაზრდებზე დაყრდნობას აპირებს, ამიტომ კლუბი სერხი რობერტოსა და მარტინ მონტოიას არ გაუშვებს, იტყობინება Marca.

მონტოიას მომსახურებით დაინტერესებულნი არიან "ინტერი" და "ლივერპული". მიუხედავად ამ კლუბების ინტერესისა, ლუის ენრიკემ მონტოიას შესაძლო ტრანსფერს ვეტო დაადო. გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელმა, ჯერ კიდევ ზამთარში, "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

22 წლის სერხი რობერტომ გასულ სეზონში 27 მატჩი ჩაატარა. მომავალში, ლუის ენრიკე რობერტოს უფრო ხშირად გამოყენებას აპირებს, რათა სატრანსფერო სიაში არ მოხვდეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.