კეილორ ნავასი: „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ მიმიღია“

კეილორ ნავასი: „ბარსელონასგან“ შეთავაზება არ მიმიღია“

"ლევანტეს" მეკარე კეილორ ნავასი აცხადებს, რომ მას "ბარსელონასგან" შეთავაზება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ის მთლიანად ორიენტირებულია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაზე კოსტა რიკას ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

"მე ჯერ "ბარსელონასგან" შეთავაზება არ მიმიღია. თუმცა, ვფიქრობ, ნებისმიერი ფეხბურთელის სურვილია ასეთ კლუბში თამაში. მაგრამ ახლა, მე კონცენტრირებული ვარ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებაზე. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება." - განაცხადა კეილორ ნავასმა.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" ნავასს განიხილავს როგორც მეორე მეკარის კანდიდატურას.

2013/14 სეზონში, მეკარემ ესპანეთის ჩემპიონატში 37 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 39 ბურთი, 17 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.