100 გოლი - ვინ, როდის, სად

  • 19-05-2014, 18:33
  • 100 გოლი - ვინ, როდის, სად

    ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების გათამაშებაში "ბარსელონამ" ზუსტად 100 გოლი გაიტანა. ზედიზედ მე-3 გათამაშებაში მოხდა, რომ კატალონიელებმა სამნიშნა რიცხვს მიაღწიეს. წინა ორ სეზონში "ბარსამ" 114 და 115 გოლი გაიტანა.

    14 მეგოლე

    "ბარსელონას" მიერ გატანილი გოლები 14 ფეხბურთელზე მოდის. გოლების 62% მესიმ, სანჩესმა და პედრომ გაიტანეს. არგენტინელის ანგარიშზე 28 გოლია, ჩილელმა მეტოქეთა კარი 19-ჯერ აიღო, ხოლო ესპანელმა თავი 15-ჯერ გამოიჩინა. სამივე მათგანი ჩემპიონატის 10 საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა. წლევანდელი შედეგი საუკეთესო იყო სანჩესისთვის და პედროსთვის.

    "ბარსელონას" მაისურით გოლები ასევე გაიტანეს ნეიმარმა (9), ფაბრეგასმა (8), ჩავიმ (4), ინიესტამ (3), ადრიანომ (3), პიკემ (2), ალვესმა (2), ბუსკეტსმა (1), ტელიომ (1), პუიოლმა (1) და ბარტრამ (1). 3 გოლი მეტოქე გუნდების ფეხბურთელებმა საუთარ კარში ჩაჭრეს.

    6 უგოლო თამაში

    "ბარსელონამ" გოლის გატანა 6 თამაშში ვერ მოახერხა. გუნდმა "ოსასუნასთან", "ატლეტიკოსთან" და "ელჩესთან" 0:0 ითამაშა, ხოლო "ბილბაოსთან", "ვალიადოლიდთან" და "გრანადასთან" 0:1 წააგო.

    13-ჯერ 4 ან მეტი გოლი

    ტატა მარტინოს გუნდმა 4 ან მეტი გოლის გატანა 13-ჯერ მოახერხა. ეს თამაშებია: "ლევანტესთან" 7:0, "რაიოსთან" 0:4, "სოსიედადთან" 4:1, "ვალიადოლიდთან" 4:1, "ბეტისთან" 1:4, "გრანადასთან" 4:0, "ხეტაფესთან" 2:5, "ელჩესთან" 4:0, "სევილიასთან" 1:4, "რაიოსთან" 6:0, "ალმერიასთან" 4:1, "ოსასუნასთან" 7:0, "რეალთან" 3:4.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV