მე-8 მშრალი თამაში სეზონში

მე-8 მშრალი თამაში სეზონში

"ელჩესთან" ესპანეთის ჩემპიონატში გამართული თამაში მიმდინარე სეზონში მე-8 იყო, რომელშიც "ბარსელონამ" გოლის გატანა ვერ მოახერხა. ასეთი ცუდი მაჩვენებელი კატალონიელებს ბოლო 6 წლის განმავლობაში არ ჰქონიათ.

მიმდინარე გათამაშებაში, "ბარსელონამ" გოლის გატანა ლა ლიგის ექვს, ჩემპიონთა ლიგის ერთ და ესპანეთის სუპერთასის ერთ თამაშში ვერ მოახერხა. საერთო ჯამში, ტატა მარტინოს შეგირდებმა გოლი 8 შეხვედრაში ვერ გაიტანეს, რაც უკანასკნელად 2007-08 წლების სეზონში მოხდა. იმ წელს, "ბარსა" ლა ლიგაში მე-3 ადგილზე გავიდა და ჩემპიონ "რეალს" 18 ქულით ჩამორჩა. გარდა ამისა, კატალონიელებმა ევროპა ლიგაზე გასულ "სევილიას" მხოლოდ 3 ქულით აჯობეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.