"ბარსელონა" - "ატლეტიკო". მატჩს მატეო ლაოსი განსჯის

  • 11-05-2014, 14:37
  • "ბარსელონა" - "ატლეტიკო". მატჩს მატეო ლაოსი განსჯის

    ლა ლიგის 38-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, სადაც "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირებას ვიხილავთ, გამოცდილი ვალენსიელი არბიტრი, მატეო ლაოსი განსჯის. იტყობინება, Marca.

    შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ორივე კლუბმა 37-ე ტურში გამარჯვება მოიპოვა, სწორედ 38-ე ტურში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა. ტექნიკურმა კომიტეტმა კი ეს უკანასკნელი მატჩი მატეო ლაოსს მისი მაღალი დონისა და გამოცდილების ხარჯზე ანდო, რომელიც არბიტრმა მიმდინარე სეზონში გამოავლინა.

    შეგახსენებთ, რომ ლაოსმა უკვე წარმატებით განსაჯა სამეფო თასის ფინალი მიმდინარე წელს, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდა (1:2). 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 20 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV