ერთი გოლი 100-მდე

  • 8-05-2014, 20:11
  • ერთი გოლი 100-მდე

    "ბარსელონას" მხოლოდ ერთი გოლი აშორებს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 100 გოლიან ნიშნულამდე. ხერარდო მარტინოს გუნდმა 36 ტურში 99 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ერთი ზუსტი დარტყმა აშორებთ იქამდე, რომ ზედიზედ მესამე სეზონში 100 გოლი გაიტანონ. ორი წლის წინ კატალონიელებმა  114 გოლის გატანა მოახერხეს, გასულ სეზონში კი მათ ახალი რეკორდი დაამყარეს, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის კარში 115 ბურთი გაიტანეს.

    14 გოლეადორი

    99 გოლიდან 61,6% მესის, ალექსისა და პედროზე მოდის. აღნიშნული ფეხბურთელები გუნდის ძირითადი მეგოლეები არიან ჩემპიონატში. არგენტინელის ანგარიშზე 28 გოლია, ჩილელის - 18, ხოლო ესპანელის ანგარიშზე კი 15 გოლი. გარდა ამისა, ისინი პრიმერას საუკეთესო ბომბარდირთა ათეულში შედიან. საერთო ჯამში, ამ სეზონში გუნდის 14-მა ფეხბურთელმა მოახერხა გოლის გატანა, რომელთა შორის ასევე უნდა აღინიშნონ ნეიმარი (9) და სესკი (8). გოლების ამ რიცხვში შედის ასევე სამი ავტოგოლი "ბეტისსა" (1) და "ვილიარეალთან" (2). 48 გოლი გუნდმა პირველ ტაიმში გაიტანა, ხოლო მეორეში - 51.

    5 მატჩი გოლის გარეშე

    "ბარსა" ლა ლიგაში, თამაშში საშუალოდ 2,75 გოლს იტანს. ფეხბურთელებმა მხოლოდ 5 შემთხვევაში ვერ მოახერხეს მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანა. ეს მოხდა პამპოლაში (0:0), "სან მამესზე" (1:0), "ვისენტე კალდერონზე" (0:0), "ხოსე სორილიასა" (1:0) და "ნუევო ლოს კარმენესზე" (1:0).

    "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" 4 ან მეტი გოლის გატანა მოახერხეს 13 მატჩში: "ლევანტე" (7:0), "რაიო" (0:4), "რეალ სოსიედადი" (4:1), "ვალიადოლიდი" (4:1), "ბეტისი" (1:4), "გრანადა" (4:0), "ხეტაფე" (2:5), "ელჩე" (4:0), "სევილია" (1:4), "რაიო" (6:0), "ალმერია" (4:1), "ოსასუნა" (7:0) და "რეალი" (3:4).

    მიაღწევს თუ არა "ბარსა" "ელჩესა" ან "ატლეტიკოსთან" მატჩში 100 გოლიან ნიშნულს? ვინ გახდება მე-100 გოლის ავტორი? გასულ სეზონში მე-100 გოლი მესიმ გაიტანა, ორი წლის წინ კი - სესკმა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 65 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV