ვალდესი „მონაკოსთან“ ახლოსაა

ვალდესი „მონაკოსთან“ ახლოსაა

როგორც ფრანგული პრესა იტყობინება, "ბარსელონას" ესპანელი კარის დარაჯი ვიქტორ ვალდესი კარიერას ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ და "მონაკო" ვალდესის ტრანსფერს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებს.

მარტის ბოლოს მიღებული სერიოზული ტრავმის გამო ვალდესმა ოპერაცია გაიკეთა. მისი გამოჯანმრთელების პერიოდი 7 თვეს მოიცავს. მანამდე კი ვიქტორმა "ბარსელონას" დატოვების სურვილი გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული გუნდი ლიგა 1-ში მეორე ადგილზე იმყოფება, ამიტომ უკვე მომავალ სეზონში ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე კვლავ შეძლებს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 27 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.