„ბარსელონა“ სერხი რობერტოს არენდით გაუშვებს

  • 3-05-2014, 15:56
  • „ბარსელონა“ სერხი რობერტოს არენდით გაუშვებს

    "ბარსელონა" ახალგაზრდა ნახევარმცველის, სერხი რობერტოს არენდით გაშვებას გეგმავს, იტყობინება barcastuff-ის "თვითერი".

    კატალონიელები მომავლისთვის 22 წლის ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებენ, ამიტომ მას კიდევ უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს. უახლოეს ზაფხულში "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ფეხბურთელის არენდის თაობაზე სხვადასხვა კლუბის შეთავაზებას განიხილავს.

    მიმდინარე სეზონში, სერხი რობერტომ ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, მთლიანობაში, 21 მატჩი ჩაატარა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV