იოვეტიჩი: "არ ვაპირებ "ფიორენტინადან" გადასვლას"

იოვეტიჩი: "არ ვაპირებ "ფიორენტინადან" გადასვლას"

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა, სტევან იოვეტიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს გუნდის შეცვლას და განაგრძობს თავის კარიერას იტალიაში.

"გავიგე, რომ იყო საუბარი ჩემი "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე, თუმცა მე ჩემ აგენტთან ერთად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვრჩები "ფიორენტინაში". "ბარსა"–მსოფლიოში საუკეთესო კლუბი. ეს გუნდი დაკომპლექტებულია შესანიშნავი ფეხბურთელებით. მე რომ იქ გადავბარგდე, სათამაშო დრო ძალიან ცოტა მექნება; მითუმეტეს, რომ მათ სულ ახლახანს დავიდ ვილა შეუერთდა. იტალიაში, თავის წარმოჩენისათვის დრო ყოველთვის მაქვს და მექნება. სერია ა–ში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვაპირებ "ფიორენტინას" დატოვებას. თუ მოხდა რაიმე და მომიწია კლუბიდან წასვლა, მაშინ უფრო ძლიერ გუნდში გადავალ." ციტირებს იოვეტიჩის სიტყვებს La Gazetta Dello Sport.

წყარო: sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.