ჰუმელსი "ბარსაში" ითამაშებს?

ჰუმელსი "ბარსაში" ითამაშებს?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, მომავალი სეზონიდან კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

როგორც "Calciomercato" იტყობინება, კატალონიელები გერმანელ მცველს უკვე შეუთანხმდნენ და მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევრო იქნება. "ბორუსიას" მცველის გადაბირებით ასევე ტურინული "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული.

ჰუმელსმა ამ სეზონზე გერმანიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე 26 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 90 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.