"ბარსელონა" ჰალილოვიჩს ვეღარ შეიძენს
კატალონიელთა ხელმძღვანელობა 17 წლის გამთამაშებლის შეძენას ვეღარ შეძლებს.
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ზაგრების "დინამოს" ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშე "ბარსელონასთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებდა.
თუმცა, როგორც იცით, გუშინ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, კლუბი ტრანსფერის განხორციელებას ვერ მოახერხებს.
ამ სენსაციურმა გადაწყვეტილებამ ალენ ჰალილოვიჩის კატალონიური მომავალი დაანგრია. Tribal football-ის თანახმად, "ახალი მოდრიჩის" შესაძენად "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი", ლონდონის "არსენალი" და "ტოტენჰემი" იბრძოლებენ. როგორც ცნობილია, ხორვატული კლუბი ალენის სანაცვლოდ 2.2 მილიონ ევროს ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]