რაიკარდმა კარიერა დაასრულა

რაიკარდმა კარიერა დაასრულა

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ფრენკ რაიკარდმა განაცხადა, რომ მან დაასრულა სამწვრთნელო კარიერა. 

"მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ რას მივაღწიე ჩემი კარიერის განმავლობაში და ახლა მინდა კარიერა დავასრულო." 

"მოვიდა დრო ყურადღება სხვა რაღაცეებს მივაქციო. მე ფეხბურთიდან არ მივდივარ, მე ეს სპორტის სახეობა ძალიან მიყვარს. თვალის დევნებასა და გულშემატკივორბას ისევ გავაგრძელებ." - დაასრულა რაიკარდმა. 

კარიერის განმავლობაში ის სამი კლუბის სათავეში იდგა: როტესდამის "სპარტა, კატალონიის "ბარსელონა" და "გალათასარაი". 

ასევე ის წინ უძღოდა ჰოლანდიისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს. მან მოიგო ორი ესპანეთის ჩემპიონატი, ორი ესპანეთის სუპერთასი და ასევე ჩემპიონთა ლიგის თასი 2005/06 წლებში. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.